საქართველოში მოსალოდნელია, ტემპერატურის მკვეთრი მატება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32 გრადუსიდან +37-მდე იქნება.

მათივე თქმით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 15 ივლისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28 გრადუსიდან +33-მდე დაფიქსირდება.

სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში, უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ხოლო ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |
FaceBook Twitter Google