ლაგოდეხში ავარიისას დაშავებული 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ლაგოდეხის მუნოციპალიტეტის სოფელ შრომასთან, ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივნისს მოხდა. "ჰონდას" მარკის ავტომობოლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.

ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით ჯერ ლაგოდეხის "არქიმედეში შეიყვანეს, შემდეგ კი იაშვილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

| Print |
FaceBook Twitter Google