საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორიონგის ეროვნული ცენტრიინფორმაციით, მიწისძვრები სოფელ სამებასთან და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან ბოლო ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა.

მათი ცნობით, უკანასკნელ პერიოდში ამ ტერიტორიებზე რამდენიმე 3-4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინსტიტუტის ინფორმაციით, პირველი ბიძგები სოფელ სამებასთან 07:36 საათზე იყო და 4,8 მაგნიტუდი შეადგინა. მომდევნო 09:10 საათზე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან ხოლო 09:18 საათზე მცირე ბიძგები სოფელ სამებასთან კვლავ გამეორდა.

ცნობისთვის, ყოველწლიურად დედამიწაზე დაახლოებით 100 000-მდე მიწისძვრა აღირიცხება, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმდენად სუსტია, რომ მათ მხოლოდ სპეციალისტები სპეციალური ხელსაწყოებით აფიქსირებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google