სისხლის აქცია უჩა ვალიშვილისთვის!
ხუთშაბათს, 14 ივლისს, გურჯაანში, თამარ მეფის #16-ში (გურჯაანის თოჯინების თეატრის მეორე სართული) გაიმართება სისხლის აქცია უჩა ვალიშვილითვის.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს გიწყობთ და ხართ უჩას გულშემატკივარი, შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი, რომელიც გადაარჩენს ბევრ ადამიანს, შემოსული თანხა კი, სრულად გადაერიცხება ოჯახს. 

თქვენ შეგიძლიათ სისხლის ჩაბარება თუ:
• თქვენი ასაკი 18-დან 60 წლამდეა;
• თქვენი წონა 55 კგ-ზე მეტია;
• თქვენი ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებშია.
• თქვენ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).


სისხლის ჩაბარება არ შეგიძლიათ თუ:
• გაქვთ ან გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
• მკურნალობთ ანტიბიოტიკებით, ან სხვა მედიკამენტებით;
• გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები. ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები.
• უკანასკნელი დონაციის დროს დაკარგეთ გონება;
• რეგულარულად მკურნალობდით სისხლის პროდუქტებით;
• იყენებდით საერთო შპრიცს მედიკამენტის ვენაში შეყვანისთვის/მოიხმარდით ნარკოტიკს;


ამასთან, სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე.

თუ გაქვთ ტატუ, გაკეთებიდან უნდა იყოს გასული ერთი წელი, სისხლის აღება არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის.
დონორს ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში).

არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში.

დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალები, 65კგ-ს ზემოთ კაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

(სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

კითხვების შემთხევაში შეგიძლიათ დარეკოთ მითითებულ ნომერზე:+995599550220 -ნინო რევია

შეგახსენებთ, რომ ანსამბლ „ხარებას“ წევრ და თოჯინების თეატრის მსახიობს, უჩა ვალიშვილს საქართველოში კუჭზე ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია, თუმცა, უშედეგოდ. ამ ეტაპზე ის მკურნალობას გადის თურქეთში და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.


| Print |
FaceBook Twitter Google