ღარიბაშვილის განცხადება არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა-გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის განცხადებით, ღარიბაშვილის განცხადება არის პირდაპირი დასტური და მტკიცებულება, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა- „სხვა ვერაფერი აიძულებდა პრემიერ- მინისტრს ეს წერილი დაეწერა, ისიც არ ვიცი, მან დაწერა, თუ სხვამ დაუწერა, როგორც სხვებს უწერენ ხოლმე.“
მისი თქმით, წერილს ორი სავარაუდო ადრესატი ჰყავს: დასავლეთი ან ბიძინა ივანიშვილი.

"რას უნდა მიანიშნებდეს ეს წერილი - ორი ალტერნატივაა: ერთი, ის ცდილობს დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები, რომელიც იქნება ივანიშვილთან მიმართებით, არ შეეხოს პერსონალურად მას, ან მეორე ვარიანტი - ბიძინა ივანიშვილს ეხვეწება, ცოტა ხანი კიდევ დამტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეო, რადგან შეიძლება მალე ვიხილოთ ის ამ თანამდებობის გარეშე. სხვა ყველა დეტალი ამ წერილში უინტერესოა. ამ წერილში ივანიშვილის სახელის ხსენებით რეკორდია მოხსნილი, მათ შორის თავად ღარიბაშვილის რეკორდიც,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




| Print |
FaceBook Twitter Google