არც ერთ ორგანიზაციას, მეორე „ბუსტერ“ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია-თამარ გაბუნია
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, ხოლო 18 წლის ზევით პირებში, ჯერჯერობით, არც ერთ ამ ორგანიზაციას, მეორე „ბუსტერ“ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია.
მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად, დამატებითი „ბუსტერ“ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე - სამედიცინო პერსონალისთვის.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გამონაკლისის სახით, მეორე ბუსტერ დოზით ვაქცინაცია, ასაკის მიუხედავად, დასაშვებია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და დამატებითი „ბუსტერ“ დოზის ადმინისტრირებას მიმღები ქვეყანა ითხოვს.


| Print |
FaceBook Twitter Google