მუნიციპალიტეტების მერიებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა მემორანდუმი გააფორმეს
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერიებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რაც მიზნად ისახავს მერიების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტების შეძენის უზრუნველყოფას, სააფთიაქო ქსელში ყოველდღიური შეღავათიანი პირობებით.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კახეთის მუნიციპალიტეტების მერიების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოსახლეობას საშუალება ექნება კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლებით შეიძინონ საჭირო მედიკამენტები,“ - აღნიშნულია კახეთის სამხარე ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



| Print |
FaceBook Twitter Google