საგარეჯოს ქალაქად აღიარების 60-ე წლისთავს მოსახლეობა ინტელექტუალური თამაშით შეხვდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით საგარეჯოში ინტელექტუალური და გასართობი თამაში „ქალაქობანა“ გაიმართება, რომელიც საგარეჯოს ქალაქად აღიარების 60-ე წლისთავს მიეძღვნება.
აღნიშნული პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თავისუფალი დროის სწორად გამოყენება. თამაში გუნდური სახით წარიმართება.

თამაშის პირობები ასეთია:

თამაში წარიმართება ღია ცის ქვეშ და მოიცავს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციას;
თამაშის დასაწყისში თითოეულ გუნდს გადაეცემა მათთვის განკუთვნილი ფერადი დროშები, რომელზეც გამოსახული იქნება თამაშის ლოგო;
თამაშის პრინციპია გუნდური თამაში;
გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 5 მონაწილისგან;
მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 18 წლიდან და ზევით;
ყველა მონაწილე გუნდი გავა ერთი საწყისი წერტილიდან;
თითოეულ გუნდს მიეცემა მათთვის განკუთვნილი სამოქმედო გეგმა;
გუნდის მიზანია ამოიცნოს მინიშნება და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე;
გამარჯვებულა ითვლება ის გუნდი, რომელიც პირველი მიიტანს მინიშნებას დანიშნულების ადგილზე;
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენობით;
თამაშის ხანგრძლივობა 3 საათი;
თითოეულ გუნდს გაჰყვება კოორდინატორი, რომელიც თამაშის პერიოდში განახორციელებს პირდაპირ ჩართვებს სოციალურ ქსელში თამაშის გვერდზე;
გუნდს ეყოლება კაპიტანი, ერქმევა სახელი და სასურველია ჰქონდეს სიმბოლიკაც

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურის რეკომენდაციით, მონაწილეებისთვის სასურველია საგარეჯოს ისტორიის ცოდნა.

როგორც ახალგაზრდული სამსახურის თანამშრომელი ნინო ესაიაშვილი SPEQTRI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, მსგავსი სახის ღონისძიება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება და პირველ ეტაპზე თამაშში მონაწილეობა მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეეძლება.

მისივე თქმით, თამაში, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში ჩატარდება.

მონაწილეობის მსურველებს 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ გააგზავნონ განაცხადი ახალგაზრდული სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it )
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია

| Print |
FaceBook Twitter Google