როგორ უნდა დარეგისტრირდეთ გურჯაანის ღვინის ფესტივალში მონაწილეობისთვის
პანდემიის გამო, ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 2022 წლის 15 ოქტომბერს გურჯაანის ახტალის პარკი „ღვინის ფესტივალს“ მეოთხედ უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022“ წელს ფიროსმანსა და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად საინტერესოდ გაატაროს დრო.

წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი ღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭას და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით დაამშვენებს.
წელს, გურჯაანის ფესტივალი, 30000-ზ მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს,“ - ამბობენ ორგანიზატორები.

თუ გაქვთ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში, მაშინ უნდა შეავსოთ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა.

ცნობისთვის, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022“, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის ინიცირებითა და პატრონაჟით.
| Print |
FaceBook Twitter Google