კახეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა . ახალ გუბერნატორთან შეხვედრა დღეს პრემიერ-მინისტრმა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

ცნობისთვის, გიორგი ალადაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში.

სხვადასხვა პერიოდში, გიორგი ალადაშვილი იკავებდა მაღალ თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.



| Print |
FaceBook Twitter Google