საქართველოში გრილი ამინდი 8 სექტემბრამდე შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში იქნება +21, +26 გრადუსის ფარგლებში.

გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს 8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 სექტემბრიდან - აღმოსავლეთ საქართველოში.

8 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ელექით და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი დედაქალაქშიც.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / წვიმა /