ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი 2022-ის ფარგლებში,
კახეთის რეგიონში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
სააგენტოს ცნობითვე, 6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს
ყურძენი 1000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი კი
16 მლნ ლარს აღწევს.
რთველი აქტიურ ფაზაშია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის
მუნიციპალიტეტებში.
გადამუშავებული 20 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე რქაწითელი, 9 ათას
ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი
სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე
მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან
ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 70-მდე კომპანიამ უკვე
გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის
რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა კვლავ იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები