დღეს საგარეჯოს ქალაქად აღიარების 60 წლის იუბილე აღინიშნება
10 სექტემბერს, ქალაქ საგარეჯოში, 17:00 საათიდან განახლებულ აღმაშენებლის ქუჩაზე საგარეჯოს ქალაქად აღიარების 60 წლისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ფესტივალის მიზანია მუნიციპალიტეტში კულტურული, სამეწარმეო, შემეცნებითი, ახალგაზრდული აქტივობების წახალისება.

მათივე თქმით, 17:00 სთ-ზე გაიხსნება საბავშო სივრცე, სადაც პატარებს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, კარიკატურული შარჟები და ანიმატორები დახვდებათ.

მსურველებს შეეძლებათ ერთმანეთი მკლავმჭიდში, ჭადრაკში, ნარდსა და ჭიდაობაში გამოსცადონ. მოეწყობა ფოტოგადაღების კუთხე [Giffer]. 

ასევე დაგეგმილია, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა/გაყიდვა და კულინარიული მასტერკლასები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოძრაობის თეატრი, სიმებიანი კვარტეტი, მუსიკალური ბენდები და DJ. საღამო დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით.

ცნობისთვის, ფესტივალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“-ის ორგანიზებით ტარდება.













| Print |
FaceBook Twitter Google