ელისაბედ მეორის მდგომარეობამ ექიმები შეაშფოთა - მონარქი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ავად არის და ბალმორალში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, BBC-ი ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ელისაბედ მეორის მდგომარეობამ ექიმები შეაშფოთა, რის შემდეგაც იგი მთი მეთვალყურეობის ქვეშაა.

”დილით მორიგი შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო შეშფოთებულები არიან და ურჩევენ, რომ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ასევე ცნობილია, რომ  პრინცი ჩარლზი, კორნუოლის ჰერცოგინია და კემბრიჯის ჰერცოგი ბალმორალში გაემგზავრნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google