"წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს"-გურჯაანის რესურსცენტრი კონკურსს აცხადებს
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი  მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ კონკურსს  აცხადებს - „წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს".
რესურსცენტრის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-9 კლასის მოსწავლეებს.
კონკურსის სასკოლო ტურში გამარჯვებული ერთი ნამუშევარი წარედგინება ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საუკეთესოს გამოსავლენად.
კონკურსის მიზანია, წერის კულტურის განვითარება, მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

კონკურსის პირობების თანახმად, წერილის მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ 120 და არა უმეტეს 200 სიტყვისა;

მოსწავლეს საშუალება ეძლევა თავისი ნამუშევარი გააფორმოს მხატვრულად (გამოიყენოს ხელოვნების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა).
კონკურსის ეტაპები და ვადები:
კონკურსი .
გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებით .
გამორჩეული ნამუშევრები გამოქვეყნდება რესურსცენტრის ფეისბუქგვერდზე. 


| Print |
FaceBook Twitter Google