თელავის ისტორიული მუზეუმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მასპინძლობს
თელავის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს ,,ოქროს მტევანი".
ფესტივალი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ფილმების ჩვენებით გაიხსნა, ასევე მოეწყო მხატვრული ფილმების ჩვენება.

ორგანიზატორების თქმით, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვნების განვითარებას და პოპულარიზაციას ქვეყანაში.

„ფესტივალის ფარგლებში, 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაგეგმილია ანიმაციური ფილმების წარდგენა - ჩვენება, 17:00 საათზე მოეწყობა დოკუმენტური ფილმების წარდგენა - ჩვენება, 18:00 საათზე გაიმართება ფესტივალის დახურვის საზეიმო ღონისძიება.“- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.



| Print |
FaceBook Twitter Google