შაშიანში რცხილაძეების უბნის რეაბილიტაცია დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შაშიანში, რცხილაძეების უბნის ჩასასვლელში რკინა-ბეტონით გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
მათივ თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე, დაზიანებული გზის გამო,  ავტომანქანებით გადაადგილება ჭირდა.

„ასევე, პროგრამის ფარგლებში, სოფელ შაშიანში, რამდენიმე მონაკვეთზე მოეწყობა სანიაღვრე არხი და მოხდება საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა,“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, წელს,  შაშიანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.


| Print |
FaceBook Twitter Google