ახმეტაში ჭავჭავაძის I ჩიხის მოასფალტება მიმდინარეობს
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახმეტაში ჭავჭავაძის I ჩიხის მოასფალტება მიმდინარეობს.
მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში შესასვლელების გათვალისწინებით, 313 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი საცხოვრებელი სახლების ეზოებში დაიგება.

„სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბახტრიონი 2012“ ასრულებს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 74 139 ლარს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google