ღია პირველობა ცურვაში გურჯაანის სპორტკომპლექსში გაიმართება
22 და 23 ოქტომბერს, გურჯაანის სპორტკომპლექსში, სპორტული გაერთიანების ორგანიზებით,  გაიმართება ღია პირველობა ცურვაში.

მათივე თქმით, ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება: 2008-2009 და 2010-2011 წელს დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის.

ა(აიპ) გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორის მოადგილე გია ამისულაშვილი Speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, პირველობის მიზანია ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენა, ცურვის პოპულარიზაცია, განვითარება და მოზარდ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

„გვყვავს გამორჩეული მოცურავეები სპეციალიზირებული სპორტული ჯგუფიდან, რომელიც წელიწადზე მეტია რაც არსებობს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული მოცურავე აღმოვაჩინოთ. ტურნირში, რომელიც 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება, გურჯაანის სპორტული ჯგუფის სპორტსმენებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 300-400-მდე მოცურავე მიიღებს მონაწილეობას, “-ამბობს გია ამისულაშვილი.

ცნობისთვის, სხვადასხვა დისტანციაზე მოპოვებული გამარჯვებით, წარმატებული მონაწილეები 72 მედალს გაინაწილებენ.




| Print |
FaceBook Twitter Google