საგარეჯოში კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგარეჯოს სპორტულ დარბაზში კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
მათივე თქმით, IJF ქამარზე 5 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა.

„70 წონით კატეგორიაში საგარეჯოში მცხოვრებმა სოსო ოკინაშვილმა 1 ადგილი დაიკავა და IJF ქამარს დაეუფლა. ფინალში მან აშკარა უპირატესობით ირანელი მეტოქე დაამარცხა“-აცხადებენ მერიაში.

სოსო ოკინაშვილს გამარჯვება მუნიციპალიტეტის მერმა პირადად მიულოცა, სიმბოლურად ქამარიც გადასცა და მორიგ ასპარეზობაზე წარმატება უსურვა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კრივი / საგარეჯო /