თელავში ფესტივალი „ჭაჭა“ გაიმართება
2022 წლის 4 და 5 ნოემბერს თელავში ყოველწლიური ფესტივალი "ჭაჭა" გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არყის, როგორც დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის პოპულარიზაცია, ასევ ფერმერების, გლეხების, მცირე მარნების და კომპანიების წახალისება და მათი ხელშეწყობა.

4 ნოემბერს, სასტუმრო „პოლიდეი ინნ თელავში“ 12:00-დან 14:00 საათამდე მოხდება რეგისტრაცია/ჭაჭის ნიმუშების საკონკურსოდ მიღება კახეთის რვავე მუნიციპალიტეტიდან მცირე მარნების, ფერმერების და გლეხების, ასევე ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით.

14:00 საათიდან დაიწყება წარდგენილი ნიმუშების ცალკ-ცალკე შეაფასება მოწვეული ჟიურის მიერ. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეფასების პროცესში ონლაინ მონაწილეობას მიიღებს ცნობილი, იტალიელი სომელიე - სტეფანო ბატისტელა.

5 ნოემბერს ფესტივალი გაიმართება ერეკლე მეფის მუზეუმის ეზოში. მთელი დღის პროგრამა ასეთია:

12:00-17:00
  • ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
  • საკუთარი კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციების და კულტურის წარმოჩინებით;
  • კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;

13:00
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მიერ საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია;

14:00-16:00
მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად წარუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე;

16:00
2022 წელს საუკეთესო ჭაჭის მწარმოებლების დაჯილდოვება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით - ცალკე ფერმერები და გლეხები, ცალკე კომპანიები.

16:30
2022 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახებითვის საჩუქრები გადაეცემა ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან.

17:00
ფესტივალის დახურვა - დასკვნითი კონცერტი ქართული ესტრადის ცნობილი არტისტებისა და ცნობილი ქართული სიმღერების შემსრულებლების მონაწილეობით;


ფესტივალის მხარდამჭერები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურის პალატა და ტურიზმის განვითარების ასოციაცია; კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
| Print |
FaceBook Twitter Google