თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროგრამა თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას და თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.

"პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მლნ ლარს დაახლოებით.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სექტორში და განსაკუთრებით სამეგრელოში, ძალიან ბევრი ადამიანია ამ სექტორში ჩართული და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, ისე როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ"- განაცხადა პრემიერმა.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თხილი /