ლაგოდეხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაგოდეხში, 26 მაისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„პროექტის მიხედვით, გზის რეაბილიტაცია 600 გრძ. მეტრი მონაკვეთზე ხორციელდება. ახალ გზასთან ერთად, მოეწყობა ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერში შესასვლელი ტერიტორია, სანიაღვრე არხები, ცხაურები და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გზა მოიხაზება და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება,“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 601 989,42 ლარს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლაგოდეხი /