ანსამბლი "გურჯაანი" ლიეტუვაში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს
ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“ ლიეტუვაში გამართულ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს.
ანსამბლი უკვე ვილნიუსში იმყოფება.

„პაკროვის ზარები“ - ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც დღეს გაიხსნება. მასში მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყნის ანსამბლები მონაწილეობენ. ჩვენ ამ ფესტივალზე სულ სამი გამოსვლა გვექნება, მათ შორის პირველი - დღეს. ვფიქრობ, ღირსეულად წარვსდგებით და გუნდი კარგად შეასრულებს თავის რეპერტუარს,“- გვეუბნება ანსამბლ „გურჯაანის“ ხელმძღვანელი ილია დათუაშვილი.

ფესტივალი 12 ნოემბერს გალა-კონცერტით დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google