გომბორის გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი- ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.
წინასწარი ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ცხენს დაეჯახა, რის შემდეგაც  მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა. ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე, ტრანსპორტის მოძრაობის ისაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google