გურჯაანის მერიის შენობის რეაბილიტაციისთვის მილიონ ნახევარ ლარამდე დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი 1`501`437.00 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 6 ნოემბერს დაიწყო და 11-ში დასრულდა. გამარჯვებულია ერთადერთი პრეტენდენტი, შპს „გილემი“, რომელმაც ტენდერი 1`485`814.00 ლარად მოიგო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვეს მოიცავს, 2022 წელს დაიწყება და 2023 წლის ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

დაგეგმილია ყველა სართულის რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის და ასევე ახალი სახურავის მოწყობა.

სამუშაოები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


| Print |
FaceBook Twitter Google