თელავში ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია დაიწყო
თელავში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თიხის ტიპის საფარის მქონე და ჰარდის ტიპის საფარის მქონე კორტების მოწყობა, ასევე ჰარდის ტიპის ჩოგბურთის მოედნის გადახურვა.

„დამონტაჟდება ტრიბუნები მაყურებლისათვის, მოეწყობა გარე განათების თანამედროვე სისტემა, სავალ ბილიკებზე მოეწყობა ბეტონის ფილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება არსებულ შენობასაც. მოეწყობა სივრცე ადმინისტრაციის განსათავსებლად, ასევე კაფე ბარი და სანიტარული კვანძი.
შენობაში მოეწყობა ახალი გათბობა-გაგრილების სისტემა, გარე სივრცეში კი ახალი სადრენაჟე და წყალ-კანალიზაციის სისტემები.“ - აცხადებენ მერიაში.

პროექტის ფარგლებში, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ჩოგბურთის სავარჯიშო კედელს.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გლობალ სტანდარტმშენი“. სამუშაოები 2023 წლის აპრილში დასრულდება.



| Print |
FaceBook Twitter Google