ლაგოდეხში ვაჟა-ფშაველას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება.
მათივე თქმით, ქუჩაზე ასფალტის დაზიანებული საფარი უკვე მოიხსნა, და ამჟამად სანიაღვრე არხების მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ბორდიურები, ლითონის ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებში მისასვლელები.

„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მაცხოვრებლები, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, მოწესრიგებული გადასასვლელებით, სანიაღვრე არხებითა და ბორდიურებით ისარგებლებენ. ახალი გზა საგზაო ნიშნებით მოიხაზება.“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტი, რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1470162 ლარს შეადგენს.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლაგოდეხი /