აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
მათივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4-დან +9 გრადუსამდე დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 3 დეკემბრამდე შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7-დან +9 გრადუსამდე იქნება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / წვიმა /