სიღნაღში ინტელექტუალური თამაში -„რა? სად? როდის?“ ფინალური ტური გაიმართა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის -"რა? სად? როდის?" შემოდგომის სერიის ფინალური ტური გაიმართა.
მათივე თქმით, ფინალში ექვსი საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, ხოლო ქულათა რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი ილიაწმინდის, მეორე - ტიბაანის, მესამე - ქვემო ბოდბის საჯარო სკოლებმა დაიკავეს.

"წამყვანის ნომინაციაში, საუკეთესო მოაზროვნის საჩუქარი ანი ბიძინაშვილს გადაეცა.
გამოვლინდა კიდევ ერთი საუკეთესო მოაზროვნე - გიორგი კახეთელიძე, რომელსაც სამახსოვრო საჩუქრი ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორმა ნათია ნადიკაშვილმა გადასცა,"-აცხადებენ მერიაში.

მათივე განმარტებით, ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.







| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რსრ / სიღნაღი /