გურჯაანის ყოფილ მერს უფლებამოსილება შეუწყვიტეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, არჩილ ხანდამაშვილს, გურჯაანის საკრებულოში უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს.
საკითხი საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ხაზიურმა წარადგინა.

"საქართველოს კანონით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონი გვავალდებულებს, რომ ვადამდე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბატონ არჩილ ხანდამაშვილს,"-განაცხადა ლევან ხაზიურმა.

ცნობისთვის, არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2017-წლიდან 2021-წლამდე იკავებდა.  2021 წლიდან კი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია.
| Print |
FaceBook Twitter Google