განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.
საფასური დგინდება შემდეგნაირად:

• მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 - კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) - 30 ლარი.
• მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) - 20 ლარი.
• ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) - 15 ლარი.

ცნობისთვის, ტექინსპექტირების ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.



| Print |
FaceBook Twitter Google