სამხრეთ კორეაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია
სამხრეთ კორეაში ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა მზარდია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან ისაუბრა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობასა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში სამხრეთ კორეაში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. აქვე აღინიშნა კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინისადმი მზარდი ინტერესის შესახებ.

იური ნოზაძის განცხადებით, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია, არსებობს. მან ყურადღება დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საკითხზე გაამახვილა.
| Print |
FaceBook Twitter Google