შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი იზრდება
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი 200 მლნ ლარით განისაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიუჯეტის ზრდის მიზანია, რომ აგროწარმოებაში ჩართული ან დაინტერესებული პირებისთვის მეტი ფინანსური რესურსი იყოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის პროექტების საშუალებით.

„შეღავათიანი აგროკრედიტი“ სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამამუშავებელი და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებებით მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 2 მლრდ ლარს აღემატება;“ - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, 4,7 მლრდ ლარზე მეტი აგროსესხია გაცემული.

აქვე შეგახსენებთ, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;
შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;
შეღავათიანი აგროლიზინგი

თუ გსურთ ჩაერთოთ პროექტში, დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

| Print |
FaceBook Twitter Google