მთავარი ნაძვის ხე გურჯაანში 26 დეკემბერს აინთება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთავარი ნაძვის ხე 26 დეკემბერს, 19:00 საათზე, საზეიმოდ აინთება. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ნონეშვილის გამზირზე, მუსიკალური სკოლის წინ დადგეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დღეს დაგეგმილია საშობაო ბაზრობა, რომელიც 14:00 საათიდან დაიწყება. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს A.K. FAMILY & KABU.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google