ქალაქ გურჯაანში საახალწლო ილუმინაციები აინთო [Photo]
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში", ქვეყნის 63 ქალაქში, 24 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მათ შორისაა გურჯაანის მუნიციპალიტეტიც, სადაც ილუმინაციების მოწყობა თითქმის დასრულებულია. ნაძვის ხე კი 26 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

საახალწო ქალაქში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ქალაქ გურჯაანში საშობაო ღონისძიებები 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.











no
Ft
| Print |
FaceBook Twitter Google