თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია
უამინდობამ პრობლემები შექმნა თელავში. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დროებით შეფერხდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

ამჟამად ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ტექნიკური მარილი იყრება და ტრანსპორტის მერიის ცნობითვე, მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google