გურჯაანში საკალათბურთო აკადემია შეიქმნება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს ა(ა)იპ "საკალათბურთო კლუბი გურჯაანის დელტა" შეიქმნა. მათივე ცნობით, ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული მიმართულების წახალისება-პოპულარიზაციას ემსახურება.
კალათბურთის აკადემიაში კი 8-დან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდი შეიქმნება. საკალათუბრთო აკადემიის ჩამოყალიბების იდეა მაჟორიტრ დეპუტატს, დავით სონღულაშვილს ეკუთვნის.

„აკადემიაში 8-12 წლამდე ასაკობრივი გუნდის შესაქმნელად საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან და მშობლებთან შეხვედრები ხვალ, სოფელ გურჯაანიდან დაიწყება. შერჩეული მოსწავლეები საკალათბურთო აკადემიის გუნდში მოხვდებიან.
მნიშვნელოვანია, რომ გუნდის შექმნის შემდეგ, გაიმართება საქართველოს უმაღლესი ლიგის - სუპერლიგის თამაშები,“ - განმარტავენ მერიაში.


| Print |
FaceBook Twitter Google