თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, უამინდობის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

მათივე თქმით, ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ტექნიკურ მარილს ყრიან.

„უამინდობის გამო, დროებით შეფერხდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ამჟამად ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ტექნიკური მარილი იყრება. ტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგება,“-აცხადებენ მერიაში.
| Print |
FaceBook Twitter Google