სოფელ ერისიმედის ბაღის აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედის საბაშვო ბაღის აღსაზრდელებს ააიპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ“ სხვადასხვა სახის განმავითარებელი სათამაშოები გადასცა.

როგორც მერიაში განმარტავენ, ამ მიზნის საბავშვო ბაღს მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის მოადგილეები - დავით დურგლიშვილი და გოჩა ვარდიაშვილი, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების უფროსი თინათინ ბეგიაშვილი ესტუმრნენ.

„მალხაზ ბეგიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სხვადასხვა სახეობის განმავითარებელი სათამაშოები გადასცეს და აღნიშნეს, რომ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე, შემეცნებით-შემოქმედებითი უნარების განვითარება და სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა,“ - აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს სხვადასხვა ასაკის და სახეობის განმავითარებელი სათამაშოები გაერთიანებამ ყველა საბავშვო ბაღს შეუძინა.


ფოტო: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია



| Print |
FaceBook Twitter Google