თოვლიანი და ცივი ამინდის გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
გზებზე ტექნიკური მარილი იყრება. ინფორმაციას ამის შესახებ
მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის დილიდან მობილიზებულია
მერიის შესაბამისი სამსახური და იყრება ტექნიკური ქვიშა-მარილი.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ჩართულობით
მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ სიფრთხილისაკენ და
გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.“ - აღნიშნულია
მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები