დედოფლისწყაროში ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყეს
თოვლიანი და ცივი ამინდის გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გზებზე ტექნიკური მარილი იყრება. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის დილიდან მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახური და იყრება ტექნიკური ქვიშა-მარილი. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ჩართულობით მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ სიფრთხილისაკენ და გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


| Print |
FaceBook Twitter Google