საგარეჯოში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ესმხვერპლა,მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ორი მგზავრი, ხოლო საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა მცირეწლოვანი, რომელიც მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა.

ორი მამაკაცი და ერთი ქალი, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მამაკაცებს თავის არეში აღენიშნებათ ჭრილობები , ქალი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.


| Print |
FaceBook Twitter Google