საგარეჯოს სკოლებისთვის მერია ლიტერატურული ინტელექტუალური თამაშის კონკურსს აცხადებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური საჯარო სკოლებისთვის აცხადებს ლიტერატურული ინტელექტუალური თამაშის კონკურსს, რომლის მიზანიცაა წიგნიერების ამაღლება და ლიტერატურის პოპულარიზაცია, ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ცოდნის გაღრმავება ახალგაზრდებში;
კონკურსი ჩატარდება 2023 წლის ივნისის დასაწყისში. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი პრიზი.

მერიის ინფორმაციით, მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ ინფორმაცია 2023 წლის 15 აპრილამდე, ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

კონკურსის პირობები:
• ინტელექტუალური თამაში ჩატარდება კითხვა-პასუხის ფორმატით, ორ ეტაპად: გუნდური და კაპიტნების;
• ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს;
• შეკითხვები შეეხება რევაზ ინანიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას;
• საჯარო სკოლებმა უნდა წარმოადგინონ 6 მოთამაშით დაკომპლექტებული მხოლოდ ერთი გუნდი;
• გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელიც დასმულ შეკითხვებზე ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს;
• კონკურსში გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი ( I, II და III ადგილებით), მათ გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
• I ადგილი - 1500 (ათას ხუთასი) ლარი
• II ადგილი - 1200 (ათას ორასი) ლარი
• III ადგილი - 900 (ცხრაასი) ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვი შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 599 85 10 91 ნინო ქაიხოსროშვილი და 591 70 12 70 - ანი ანუაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google