რა უნდა ვიცოდეთ, თუ სწრაფი სესხით სარგებლობა გვსურს?
დღეს სწრაფი სესხის აღება ძალიან გამარტივდა და სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ სასურველი თანხა მიიღოთ. ონლაინ განაცხადის შევსებას მინიმალური დრო სჭირდება, მიუთითებთ საჭირო ინფორმაციას და ტელეფონზე მესიჯის საშუალებით მოგდით დადებითი ან უარყოფითი პასუხი.

სწრაფი სესხის აღება ძირითადად სამომხმარებლო სესხებს უკავშირდება და სესხის სხვა ტიპებს (იპოთეკა, ავტო-სესხი, სტუდენტური სესხი და ა.შ) განაცხადის შესავსებად და დასამტკიცებლად შედარებით მეტი პერიოდი უნდა.

დამტკიცების შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულება ონლაინ ბანკის საშუალებით მოდის. გადახედავთ და თუ პირობები თქვენთვის მისაღებია, თანხმობას განაცხადებთ და თანხა მაშინვე თქვენ ანგარიშზე დაჯდება. ყოველთვიურ გადასახადს, სესხის ვადასა და სხვა დეტალებს ყოველთვის ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაეცნოთ ონლაინ ბანკში.

რა ტიპის შესამოსავალია საჭირო სწრაფი სესხის ასაღებად?

ძირითადი პასუხი ამ კითხვაზე დადასტურებული ხელფასია, თუმცა არსებობს სხვა ვარიანტებიც, მაგალითად:
● სერვისი
● გრანტი
● იჯარა
● გზავნილი
● დივიდენდი
● რეპეტიტორი
როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი არჩევანია ამ კუთხით და არ არის აუცილებელი, აუცილებლად მხოლოდ ხელფასი გერიცხებოდეთ. შესაძლებელია, უცხოეთიდან გზავნილების საფუძველზეც მიიღოთ სწრაფი სესხი. ასევე, დივიდენდით, რომელსაც კომპანია თქვენზე გასცემს.

მნიშვნელოვანი საკითხები სესხის აღებამდე

მნიშვნელოვანია, სწრაფი სესხის აღებამდე გადაწყვიტოთ, თუ რა ვადით გჭირდებათ სესხი, რა რაოდენობით, რისთვის და შეძლებთ თუ არა ამ ვადაში მის დაბრუნებას. რა თანხის გადახდას შეძლებთ ყოველთვიურად.
სტაბილური და მოწესრიგებული საკრედიტო ისტორია დიდ გავლენას ახდენს საპროცენტო განაკვეთზე.
ზოგიერთ საკრედიტო დაწესებულებას ხშირად აქციები აქვს და მაგალითად, თუ ერთიდან მეორეში გადაიტანთ ვალდებულებას, ნაკლებ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობენ.

სანამ აიღებ, გადაამოწმე და შეადარე

სწრაფ სესხზე საკრედიტო კომპანიებში განსხვავებული პირობებია და სასურველია, კონკრეტული ვარიანტის არჩევამდე, რამდენიმე კომპანიის შეთავაზებას მაინც გადახედოთ. შემდეგ კი მათგან საუკეთესო აირჩიოთ. სწრაფი სესხის ლიმიტი საშუალოდ 100/200 ლარიდან 30000 ლარამდე მერყეობს.
როცა ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და თანხასაც მიიღებთ, შეგიძლიათ შეიძინოთ მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, ტელევიზორი და სხვა ტექნიკა.

| Print |
FaceBook Twitter Google