გურჯაანის „დელტამ“ თბილისის „ვერა“ დაამარცხა
გურჯაანის "დელტა"-მ, რომელიც საქართველოს საკალათბურთო სუპერ ლიგაში ასპარეზობს, თბილისში მორიგი კალენდარული მატჩი გამართა. ადგილობრივ "ვერა"-სთან თამაში გურჯაანელების დიდი უპირატესობით, ანგარიშით 117:80 დამთავრდა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გურჯაანის სპორტული გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, სულ ახლახანს დაარსებული საკალათბურთო აკადემიის ნორჩი სპორტსმენებიც ესწრებოდნენ, რომლებიც გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ, სპეციალურად მიავლინა აღნიშნულ მატჩზე დასასწრებად.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კალათბურთი /