აქცია ოფთალმოლოგიურ კონსულტაციაზე გურჯაანელი მოსახლეობისთვის
25 თებერვალს „ავერსის კლინიკის“ გურჯაანის ფილიალში საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაცია ჩატარდება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ავერსის კლინიკის გურჯაანის ფილიალი ავრცელებს.
მოსახლეობას კონსულტაციას „ავერსის კლინიკის“ ოფთალმოლოგიური სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი პეტრიაშვილი ჩაატარებს.

აქციის ფარგლებში პაციენტები უფასოდ შემდეგ მომსახურებას მიიღებენ:

- თვალის ფსკერის დათვალიერება
- ტონომეტრია (თვალშიდა წნევის გაზომვა)
- მხედველობის სიმახვილის შემოწმება
- ექობიომეტრია
- საჭიროების შემთხვევაში, თვალის კაკლის ულტრაბგერითი კვლევა

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ არასაპენსიო ასაკის პაციენტებს კონსულტაციას 50%-იანი ფასდაკლებით გაუწევენ (60 ლარი).

კონსულტაცია 25 თებერვალს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ჩატარდება.

მის: გურჯაანი, თავისუფლების ქუჩა #51; 577274791
| Print |
FaceBook Twitter Google