ნუკრიანში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ინფორმაცის ამის თაობაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე განც ხადებით, ამ დროისთვის შენობის სახურავის გადახურვა მიმდინარეობს.

„225 კვ.მეტრის ფართობზე მოეწყობა - სპორტული კომბინირებული დარბაზი, სატრენაჟორო სივრცე, საშხაპეები, გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული დარბაზით არამხოლოდ ნუკრიანის, არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს, რაც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს შეუწყობს,“ - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტის მშენებლობა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ ფინანსდება და მასზე 445 837 ლარი დაიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google