2 წლის ბავშვი გურჯაანიდან თბილისის ჯეოჰოსპიტალსში გადაიყვანეს
2 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ მუცლის შებერილობითა და დამწვრობით გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში შეიყვანეს, თბილისში გადაიყვანეს.
როგორც “ჯეო ჰოსპიტალსის” გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, გელა ორველაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ბავშვს აღენიშნებოდა ანემიაც.


“ბავშვი შემოიყვანეს მუცლის ტკივილითა და შებერილობით. აღენიშნებოდა დამწვრობა. ამასთანავე ჰქონდა ანემია. ბავშვის მდგომარეობა იყო საყურადღებო და გუშინვე გადავიყვანეთ თბილისის ჯეოჰოსპიტალსში,“ - აღნიშნა გელა ორველაშვილმა.


მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google