საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
მათივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17-დან +22 გრადუსამდე მოიმატებს.

აღსანიშნავია, რომ 1 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი ხოლო ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27-28 თებერვალს და 1 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლი 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / თბილი /